ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, დანია პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ოფიციალურ დელეგაციას არ გაგზავანის. იტყობინება სააგენტო AFP დანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით.
"მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ოფიციალური დელეგაცია არ გაგზავნოს პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ დანიაში ძალიან გვაშფოთებს ჩინეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა", - თქვა საგარეო საქმე მინისტრმა.
ნიდერლანდური მედიის ინფორმაციით, პეკინის ოლიმპიადაზე ოფიციალურ დელეგაციას არ გაგზავნის ნიდერლანდების მთავრობა.
ტელეკომპანია NTK-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სპორტულ ღონისძიებას ნიდერლანდელი გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან.
მედის ინფორმაციით, ხელისუფლება აცხადებს, რომ ოფიციალური დელეგაციის არგაგზავნა არ უკავშირდება დიპლომატიურ ბოიკოტს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დასავლეთის ქვეყნების ბოიკოტის მიუხედავად, პეკინის ოლიმპიადის გახსნას დაესწრება რუსეთის პრეზიდენტი პუტინი.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ავსტრალიამ, ადამიანის უფლებების მზარდი დარღვევების ფონზე, პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს.
პეკინის ოლიმპიადა 2022 წლის 4-20 თებერვალს არის დაგეგმილი.
შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ჩინეთს ადანაშაულებენ მუსლიმი უიღურების მიმართ იძულებით შრომასა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებში ჩინეთის სინცზიან-უიღურის რაიონში.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ჩინეთს ბრალს დებენ ასევე სინცზიანის პროვინციაში მასობრივ დაკავებებსა და წამებაში. იუწყებიან, რომ ამ პროვინციაში ჩინეთმა შექმნა ე.წ. შრომითი ბანაკები, სადაც ასეულ ათასობით უიღურ მოქალაქეებს ამყოფებს.
უიღურთა მასობრივი შევიწროების გამო, წლის დასაწყისში ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ჩინეთის წინააღმდეგ კოორდინირებული სანქციები დააწესეს.