ყაზახეთი საპროტესტო აქციებმა მოიცვა.
ყაზახეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის გაზრდილი ფასის გამო 2 იანვარს, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონში დაიწყო.
მოგვიანებით, საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ დემონსტრაციებში გადაიზარდა, სადაც გაჩნდა ეკონომიკური და პოლიტიკური მოთხოვნები.
4 და 5 იანვარს ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ქალაქ ალმათიში, სადაც დემონსტრანტებისა და უსაფრთხოების ძალების შეტაკებები გაიმართა. ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს და გადაწვეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა.
გარდა ამისა, დემონსტრანტებმა ცეცხლს მისცეს ალმათში მდებარე მმართველი პარტია Nur Otan-ის ერთ-ერთ ოფისი და გენერალური პროკურატურის შენობა.
იუწყებია, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები, როგორც დემონსტრანტთა, ასევე უსაფრთხოების ძალების მხრიდან.
მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, ყაზახეთის მთავრობა გადადგა. ქვეყნის დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.
იუწყებიან, რომ ყაზახეთში ინტერნეტი გაითიშა, რამდენიმე ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.
ფოტო: Associated Press