"ეკონომიკის თავისუფლების აქტის" მომზადებაში მთავრობის წევრების გარდა ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, "მთავრობა მზადაა ნებისმიერ ექსპერტთან, რომელსაც ეკონომიკის სფეროში მუშაობის ცოტაოდენი გამოცდილება აქვს, აქტიურად ითანამშრომლოს".
"ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ მათი წინადადებები და გავიზიაროთ ყველა არგუმენტირებული შენიშვნა, რომელიც პრეზიდენის ინიციატივებთან დაკავშირებით იქნება წარმოდგენილი", - აცხადებს ხუროშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ახალი ეკონომიკური წინადადებით გუშინ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გამოვიდა.
დოკუმენტი პარლამენტს მას შემდეგ გადაეგზავნება, რაც მისი კანონპროექტების სახით მომზადება მოხდება.