საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს.
ღონისძიება ხვალ, 16 დეკემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.
ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა France 24-თან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ფრაგმენტები, სადაც პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
"მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.