მე, როგორც პრეზიდენტმა, ავიღე შერიგების პროცესის დაწყების ვალდებულება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის განცხადებით, ყველაზე ცუდი და პრობლემური, რაც დღეს საქართველოში ხდება, პოლიტიკური პოლარიზაციაა.
"მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.