ჩვენ გაგვიმართლა, რომ ვცხოვრობთ სიცოცხლით სავსე და მრავალფეროვან პლანეტაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მადრიდში საპარლამენტთაშორისო კავშირის 143-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მომავალი თაობებიც იგივეს იმსახურებენ.
"ჩვენ გაგვიმართლა, რომ ვცხოვრობთ სიცოცხლით სავსე და მრავალფეროვან პლანეტაზე. თუმცა, მომავალი თაობებიც იგივეს იმსახურებენ. კლიმატური ცვლილებები ყველა ჩვენგანზე უარყოფით გავლენას ახდენს იმის მიუხედავად, თუ მსოფლიოს რომელ წერტილში ვცხოვრობთ. ჩვენი შვილებისთვის ჯანსაღი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად, საჭიროა ქმედება, საჭიროა ახლავე მოქმედება. პარლამენტებს შეუძლიათ და უნდა გაუძღვენ კიდეც ამ პროცესს ვითარების არსებითად გასაუმჯობესებლად", - განაცხადა კახა კუჭავამ.