ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა სოჭში გამართულ გრან-პრის ფინალურ ეტაპზე პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის განცხადებით, დღეს, სოჭში გამართულ გრან პრის მეექვე ეტაპზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა მამაკაცებს შორის, სადაც ერთდროულად ორი ქართველი სპორტსმენი მორის ყვითელაშვილი და სენიორების ეტაპების დებიუტანტი ნიკა ეგაძე მონაწილეობდნენ.
მათივე ინფორმაციით, ამ რანგის ტურნირზე მოპოვებული ოქროს მედალი, რომელშიც მონაწილეობდა 8 ქვეყნის რეიტინგული 12 მონაწილე, პირველი შემთხვევაა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში.
"თავისუფალ პროგრამაში შესრულებული სამი ოთხმაგი ნახტომი, პროგრამის მხატვრული წარმოდგენა და სრიალის ხარისხი მსაჯების მიერ შეფასდა მაღალი ქულებით და მსოფლიო რეიტინგულ ნუსხაში მორის ყვითელაშვილი წამყავნ პოზიციაზე აღმოჩნდა ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების წინ", - აცხადებენ ფედერაციაში.