გერმანიის საპარლამენტო პარტიებმა მმართველი კოალიციის ფორმირების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, გერმანიის კანცლერის თანამდებობას სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ოლაფ შოლცი დაიკავებს.
Spiegel-ის ინფორმაციით, ოლაფ შოლცს ახალ კანცლერად ბუნდესტაგის სხდომაზე დაამტკიცებენ, რომელიც არაუგვიანეს 8 დეკემბრისა გაიმართება. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ სხდომა შესაძლოა 6 დეკემბერს გაიმართოს.
ახალ მმართველ კოალიციაში მინისტრის პორტფელებს ბუნდესტაგის არჩევნებში პირველ ადგილზე გასული სოციალ-დემოკრატები, ასევე მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები გაინაწილებენ.
სამთავრობო კოალიციის შემადგენლობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა Spiegel-მა შეძლო წინასწარ მოეპოვებინა ინფორმაცია, თუ როგორ განაწილდება მინისტრების თანამდებობები:
სოციალ-დემოკრატები/SPD
• კანცლერი
• კანცელარია
• შინაგან საქმეთა სამინისტრო
• თავდაცვის სამინისტრო
• სამშენებლო და საბინაო საკითხთა სამინისტრო
• შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
• ჯანდაცვის სამინისტრო
• ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტრო
მწვანეები
• ეკონომიკისა და კლიმატის სამინისტრო
• საგარეო საქმეთა სამინისტრო
• საოჯახო საკითხთა სამინისტრო
• სოფლის მეურნეობის სამინისტრო
• გარემოს დაცვის სამინისტრო
თავისუფალი დემოკრატები/FDP
• ფინანსთა სამინისტრო
• იუსტიციის სამინისტრო
• ტრანსპორტის სამინისტრო
• განათლებისა და კვლევის სამინისტრო
გერმანიის მოქმედ კანცლერს ანგელა მერკელს უფლებამოსილება ოფიციალურად 26 ოქტომბერს ამოეწურა, თუმცა ახალი მთავრობის ფორმირებამდე განაგრძო მოვალეობის შესრულება.
გერმანიაში 26 სექტემბერს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, სადაც მცირე სხვაობით გაიმარჯვა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ. მან ხმათა 25.7 პროცენტი მოაგროვა. მისმა მთავარმა მეტოქემ ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა ამომრჩეველთა ხმების 24.1 პროცენტი მოაგროვა. "მწვანეების" პარტიამ ხმების 14.8 პროცენტი, ხოლო თავისუფალმა დემოკრატებმა 11.5% მიიღეს.