გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად ამოიწურა.
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მადლობა გადაუხადა ანგელა მერკელსა და მის მთავრობას გაწეული მუშაობისთვის და უფლებამოსილების ამოწურვის დოკუმენტები გადასცა.
ღონისძიება გერმანიის საპრეზიდენტო რეზიდენციაში, ბელვიუს სასახლეში გაიმართა.
"ეს არის კანცლერი, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ რესპუბლიკის ისტორიაში", - თქვა შტაინმაიერმა.
ამიერიდან, გერმანიის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე, ანგელა მერკელი და კაბინეტის წევრები მოვალეობის შემსრულებლებად ითვლებიან.
გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 26 სექტემბერს გაიმართა, სადაც ოლაფ შოლცის ლიდერობით, გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებებს ახლა სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და თავისუფალ-დემოკრატიული პარტია აწარმოებენ.