ფოტო: Reuters
რუსეთის საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის გადამწყვეტ მატჩში დამარცხდა.
ხორვატიის ქალაქ სპლიტში ჩატარებული მატჩი მასპინძლების სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსებმა H ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და ახლა ყატარში ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად პლეი-ოფში მოუწევთ მონაწილეობა.
რუსეთისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის მატჩში ერთადერთი (ავტო) გოლი 81-ე წუთზე რუსეთის ნაკრების მცველმა ფიოდორ კუდრიაშოვმა გაიტანა, რომელიც მე-13 ნომრით თამაშობდა.