სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში, შიმშილობას არ შევწყვეტ - ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მე გადაწყვეტილება არ მიმიღია არავის მითითებით, გადაწყვეტილება მივიღე კონკრეტული მოთხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იყოს საფრთხის ქვეშ... სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, მე შიმშილობას არ ვწყვეტ, - ამბობს ელენე ხოშტარია.
ცოტა ხნით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.