„დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს. მისი თქმით, შიმშილობის განმავლობაში მხოლოდ წყალს მიიღებს.
“ მე გადავწყვიტე, რომ აქ, პარლამენტში, ინსტიტუტსა და შენობაში, რომელიც არ არსებობს, რომელშიც მე არ შემოვსულვარ და არ ვაღიარებ, ამ შენობაში დავიწყო შიმშილობა იმ მომენტამდე, ვიდრე სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და ვიდრე მისი ჯანმრთელობის გარშემო გარანტირებულად არ მოიხსნება კითხვები. ეს არის ჩემი ბრძოლის ფორმა. არ მაინტერესებს, რას იზამს „ქართული ოცნება“. ჩემს ქვეყანაში საშუალებებს და უფლებებს ვიქმნი მე. მე ვარ პარლამენტში და ვიწყებ შიმშილობას. აქ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგას ოთახია და სად, როგორ გადავაადგილდები, ამის ნახვის საშუალება გექნებათ. ამ შიმშილობის განმავლობაში, რომელიც უკვე დაწყებული მაქვს, დილიდან საკვები აღარ მიმიღია, ერთადერთი, რასაც მივიღებ, არის წყალი.
უკიდურესად მშვიდობიანი არის ჩემი პროტესტის ფორმა. არანაირი საფუძველი არ არსებობს მშვიდობიან პროტესტში ჩარევის. ჩემი მთავარი მოთხოვნა არის სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, რადგან ყველა შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკები არის დიდი და ამაზე საუბრობს ომბუდსმენი. იქ რომ გადავა და ექიმები იტყვიან და თავად იტყვის, რომ მის ჯანრმთელობას საფრთხე არ ემუქრება, მაშინ მე შევწყვეტ შიმშილობას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.