საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატი ელენე ხოშტარია მოინახულა და პრეზიდენტის თხოვნით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.
გიორგი მსხილაძის თქმით, ელენე ხოშტარია თავს მხნედ გრძნობს და პროტესტის გამოხატვას აგრძელებს.
„პრეზიდენტი იმყოფება სამუშაო ვიზიტით კვიპროსის რესპუბლიკაში. ის დაინტერესდა ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობით და მე, როგორც საპარლამენტო მდივანს, მთხოვა, მომეკითხა და გამეგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ქალბატონი ელენე თავს ჯერჯერობით მხნედ გრძნობს. აგრძელებს თავისი პროტესტის გამოხატვას, ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, როგორც თვითონ მითხრა“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ელენე ხოშტარიამ 3 ნოემბერს, პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო.