„ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, დღეს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველს ევროპისა და ევრაზიის საკითხევში ტეილორ რაგლის და შეერთებული შტატების ნაციონალური უშიშროების საბჭოს ევროპისა და ევრაზიის საკითხების დეპარტამენტის დირექტორ დანიელ გარბეს შეხვდა.
მან ასევე გამართა შეხვედრა ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტს სტრობ ტელბოტსთან, შეხვედრები ჰქონდა აშშ-ს კონგრესში და სიტყვით გამოვიდა ატლანტის საბჭოში.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ხვალ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა. ხვალვე დაგეგემილია მისი შეხვედრა Freedom House-ის აღმასრულებელ დირექტორთან დავიდ კრამერთან და NDI-ის ხელმძღვანელთან მირიამ ლანსკოისთან.
შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანია შეხვედრას გამართავს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას მრჩველთან ევროპისა და ვერაზიის საკითხებში ელისაბედ შერვუდთან და ობამას მრჩეველთან რუსეთის საკითხებში მაიკლ მაკფოლთან. იგი ასევე შეხვდება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ფილიპ გორდონს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს თინა ქეიდენაუს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიას ვიზიტი აშშ-ში დღეს დაიწყო და 23 ნოემბრამდე გაგრძელდება. თავისუფალი დემოკრატების ლიდერთან ერთად ამერიკაში იმყოფება პარტიის საგარეო საქმეთა მდივანი დავით ზალკალიანი.