მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს (CFDA) ჯილდო მიიღო.
დემნა გვასალია ქალის ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის კატეგორიაში გაიმარჯვა. პირველად CFDA-ს ჯილდო დემნა გვასალიამ 2017 წელს მიიღო.
დაჯილდოების ცერემონიალი ნიუ იორკში 10 ნოემბერს გაიმართა.
შეგახსენებთ, დემნა გვასალია ბრიტანეთის მოდის საბჭოს/British Fashion Council ჯილდოზეც არის ნომინირებული, რომლის დაჯილდოება ლონდონში 29 ნოემბერს გაიმართება.