სახელგანთქმული ქართველი მოდის დიზაინერი, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ბრიტანეთის მოდის საბჭოს/British Fashion Council ჯილდოზეა ნომინირებული.
დემნა გვასალია "წლის დიზაინერის" კატეგორიაშია. მასთან ერთად მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად ნომინირებულნი არიან:
დენიელ ლი - Bottega Veneta
ჯონათან ანდერსონი - JW Anderson & LOEWE
კიმ ჯონსი - Dior Men & Fendi
მიუჩა პრადა და რაფ სიმონსი - Prada
დაჯილდოების ცერემონიალი ლონდონში 29 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე, დემნა გვასალია წარადგინეს ამერიკული CFDA Awards-ის ჯილდოზე. ღონისძიება ნიუ იორკში 10 ნოემბერს გაიმართება.