ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო კვლავაც გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა.
"ამ ქვეყნების _ საქართველოსა და უკრაინის, მხარდაჭერა სხვადასხვა კომისიების მეშვეობით და რეფორმების მხარდაჭერა - გაგრძელდება", - განაცხადა აპატურაიმ ტელეხედის "ბრიუსელი-მოსკოვის" ფარგლებში.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუქარესტის კომუნიკეს მიხედვით უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან მას შემდეგ, როდესაც ნატოს სტანდარტებს დააკმაყოფილებენ და შესაბამის სურვილს გამოხატავენ.
"ეს პოზიცია არ შეცვლილა", - განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა