საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.
"უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდა ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში ექიმი მუშაობს და თუ საჭირო იქნება, გამოყენებული იქნება მისი მომსახურებაც. უბრალოდ მაინტერესებდა თუ რამე პირობები აკლდა. ის ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება.
არ გვისაუბრია ჩვენ ელენეს ჯანმრთელობის გარდა არაფერზე, ყველა ადამიანს აქვს შიმშილობის უფლება ეს მათი უფლებაა, ჩემთვის მთავარი იყო იმით დაინტერესება, რამე ხომ არ აკლია, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია და მაქსიმალურად ჰქონდეს ყველანაირი პირობა აქ. კარგია, რომ აქვს შესაბამისი პირობები“,- განაცხადა კუჭავამ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო.