არ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლების მოედანზე გაჰყვიროდნენ, რომ ეს არის თავისუფლების ქარი თუ ქარბორბალა, რადგან ეს არის ჩვეულებრივი სტიქიური უბედურება, რომელიც ჩვენ 2003 წლის ბოლოს დაგვემართა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.
"მაშინ, ბევრ ადამიანს სწამდა, რომ "ვარდების რევოლუცია" სიკეთეს მოუტანდა, მაგრამ ბევრს იმედი გაუცრუვდა და შემდეგ, ჩვენ ვნახეთ უბედურებების კასკადი – მოკლული ხალხი, გაუპატიურებული პატიმრები და დაჩაგრული სასამართლო, რომელიც პირდაპირ ასრულებდა მაშინდელი იუსტიციის მინისტრისა და გენერალური პროკურორის, ადეიშვილის დავალებებს", – განაცხადა წულუკიანმა.