ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურაბ დათუნაშვილი (87კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ფინალში მან ბელორუსი მეტოქე აშკარა უპირატესობით, ვადაზე ადრე - 9:1 დაამარცხა.
ოფიციალურ ტურნირებზე წელს დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ზედიზედ მესამე მედალი მოიპოვა - ევროპის ოქრო, ოლიმპიადოს ბრონჯაო და მსოფლიოს ოქრო.
შეგახსენებთ, ზურაბ დათუნაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრები 2019 წელს დატოვა. ეს გადაწყვეტილება მოჭდავემ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ მიიღო.