დღეს, 7 ოქტომბერს, თბილისის მერი გიგი უგულავა ქართველ ჩოგბურთელებთან ერთად ვაკის პარკში ახალ კორტებს გახსნის. ჩოგბურთის სამი მოედნის მშენებლობა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სპეციალურად ბავშვებისთვის აშენდა სავარჯიშო კედელი, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის განათება, მაყურებელთა სკამები, გაკეთდა კორტებთან მიმავალი გზა და დაიგო იტალიური წარმოების მოედნის ხელოვნური საფარი.
კორტებზე ვარჯიშს ერთდროულად 20 ადამიანი შეძლებს. ჩოგბურთის ახალი კორტები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და ის, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს