ოპოზიციას ისღა დარჩენია რამდენიმე ადგილას ჩვენ ქვეყანაში მეორე ტურში მონაწილეობა მიიღოს, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.
წულუკიანმა განმარტა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ არის, ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია, „ქართული ოცნება“ კი ხელისუფლებაშია.
"სად არის საპროტესტო აქციები და რევოლუცია? რატომ არის დღეს ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი? რიგგარეშე არჩევნები არ არის, ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია, „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. ამას გისამძიმრებთ და მივესალმები იმ უპრეცედენტო ძალისხმევას, რომელიც ცესკომ გაწია და თქვენ გაგაჩუმად თავისი ძალიან მაგარი საქმიანობით“, - განაცხადა წულუკიანმა.