მავანი ფიქრობდა, რომ დღეს ხელისუფლებაში იქნებოდა, თუმცა, ახლა დასრულდა მთავრობის სხდომა და მას კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.
მისი თქმით, შესაბამისად, ეს იმედგაცრუებაც არის მათ ანგარიშზე და მათი ბელადი არის ციხეში.
"მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოვიდა იმისთვის, რომ გუშინდელი დღიდან, აქციაზე მდგარიყო და ორგანიზება გაეწია სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, რაც ვერ შედგა. ერთადერთი, რაც ოპოზიციას დარჩა, არის რამდენიმე მნიშვნელოვან ოლქში, მეორე ტურში მონაწილეობა. ძალიან სასიხარულოა, რომ ისინი, როგორღაც, ახერხებენ საკუთარი ქცევის მოწესრიგებას და აპირებენ მეორე ტურში მონაწილეობას. ეს არის სწორედ ის დემოკრატია, რომელიც ჩვენ, ყველას გვინდა. რა თქმა უნდა, ისინი მეორე ტურში აუცილებლად დამარცხდებიან „ქართული ოცნების“ წინაშე, მაგრამ სწორედ ესაა დემოკრატიული პროცესი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.