საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ვახტანგ მეიფარიანს და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
მინისტრმა ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ქართულ ხელბურთში არსებული სიტუაცია და სპორტის ამ სახეობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილა. საუბარი ასევე შეეხო სამომავლო გეგმებს, ფედერაციის მიერ შემუშავებულ ახალ წესდებასა და 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს.