ქართველი პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
პარამოფარიაკვე ირმა ხეცურიანი კი ბრინჯაოს მედლისათვის იბრძოლებს.
ნინო თიბილაშვილმა უკრაინელი მეტოქე ევგენია ბრიუსი . ანგარიშით – 15:12 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალში ნინო თიბილაშვილი ჩინელ სპორტსმენს ბიან ჟინგს თბილისის დროით 13:30 საათზე შეხვდება.
ირმა ხეცურიანი ნახევარფინალში ჩინელი შუმეი ტანთან ანგარიშით – 8:15 დამარცხდა. ქართველი სპორტსმენი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს.