პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს მედლების მოპოვება საქართველოს ნაკრების ორივე წევრმა შეძლო.
ზურაბ ანთაურის გუნდის წევრებმა ორ დღეში საერთო ჯამში 6 მედლის მოპოვება შეძლეს.
გიგა ოდიკაძე - 2 ოქრო, 1 ვერცხლი;
რევაზ მილდიანი - 1 ოქრო 1 ვერცხლი;
ლერი ნეფარიძე -1 ბრინჯაო;
რევაზ მილდიანმა ატაცში 86 კგ. დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსანმა ოქროს მედალთან ერთად 1 კილოგრამით საქართველოს რეკორდის გაუმჯობესებაც შეძლო. მილდიანმა აკვრაში 102 კგ. დაძლია და მე-5 ადგილი ერგო, ორჭიდის ჯამში კი 188 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა.
დღესვე პოლონურ ფიცარნაგზე კიდევ 2 ქართველ ძალოსანს ვიხილავთ.
15 წლამდელებს შორის გოგა ჯაჯვანი (61 კგ.) გამოვა, ხოლო 17 წლამდელებში არჩილ ოქროპირიძე (55 კგ).
ჯაჯვანის ასპარეზობა რამდენიმე წუთში დაიწყება, ხოლო ოქროპირიძეს თბილისის დროით 18:45 საათზე ვიხილავთ.