საკრებულოს ფრაქცია "დედაქალაქის" წევრი, კახა კუკავა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში საქმის აღძვრით ემუქრება. კუკავამ პრეზიდენტს ერთკვირიანი ვადა მისცა იმისათვის, რომ მან წარმოადგინოს მტკიცებულება რომლის მიხედვითაც, 2007 წლის 7 ნოემბრის აქცია "ეფ-ეს-ბეს" გენერლების და ბადრი პატარკაციშვილის ორგანიზებული იყო. ამის შესახებ კუკავამ დღეს, საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
კუკავას შეფასებით, პრეზიდენტმა გუშინდელი განცხადენით ქართული საზოგადოება შეურაცხყო.
"მე ვაძლევ მიხეილ სააკაშვილს ერთი კვირის ვადას, დაადასტუროს რომ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ "ეფ-ეს-ბეს" გენერლები და წარმოუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები საქართველოს პრუკურატურას და ქარულ საზოგადოებას. წიააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ უპრეცენდენტო კოლექტიური სარჩელით სასამართლოს", - განაცხადა კუკავამ და დასძინა, რომ სასამართლოში სარჩელი იმ 10 ათასობით ადამიანის ხელმწერით შევა, ვინც 7 ნოემბრის აქციაში მონაწილეობას იღებდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა "თავისუფალ უნივერსიტეტში" სტუმრობისას განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის აქცია "ეფ-ეს-ბეს" გენერლების და ბადრი პატარკაციშვილის მიერ იყო ორგანიზებული.