მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი (+109) ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშამ ატაცში 223 კილოგრამი, აკვრაში კი 265 კილოგრამი ასწია. შესაბამისად, ორჭიდში ლაშამ 488-კილოგრამიანი შედეგი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.
მეორე ადგილზე ირანელი ალი დავუდია (200+241), მესამეზე კი სირიელი მან ასაადი (190+234).
ლაშა ტალახაძემ პირველი ოლიმპიური ოქრო 2016 წელს, რიოს ოლიმპიადაზე მოიპოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს.
ამ დროისთვის, საქართველოს ანგარიშზე ორი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. პირველი ოქრო საქართველოს ნაკრებს 21 წლის ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა მოუტანა.