ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურა დათუნაშვილი (87 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
დათუნაშვილი მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ხორვატ ივან ჰუკლეკს დაუპირისპირდა და დაამარცხა.
პირველ შეხვედრა დათუნაშვილმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, უკრაინელ ბელენიუკთან წააგო და ვინაიდან მისმა მოწინააღმდეგემ ფინალში გასვლა მოახერხა, დათუნაშვილს შანსი მიეცა რეპეშაჟიდან გაეგრძელებინა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა.
შეგახსენებთ, ზურაბ დათუნაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრები 2019 წელს დატოვა. ეს გადაწყვეტილება მოჭდავემ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ მიიღო.