მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა (+109) ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ატაცში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ლაშამ პირველ ცდაზე უპრობლემოდ 208 კგ-იანი შტანგა იოლად დაძლია, მეორეზე - 215, მესამეზე კი - 223 და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
მსოფლიო რეკორდი ძალოსნობის ამ კატეგროიაში აქამდე 222 კგ იყო და ისიც ლაშა ტალახაძეს ეკუთვნოდა.
ლაშა ტალახაძე ოლიმპიადაზე გამოსვლას აგრძელებს და ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატია.