ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ პოლონეთის ქალაქ გროჯისკ მაზოვიეცკიში გამართული ტურნირი გამარჯვებით დაასრულა.
ეკატერინე გორგოძე ფინალში ფრანგ ქლოი პაკეს (249) დაუპირისპირდა და სამ სეტში 7:6, 0:6, 6:4 მოუგო. თამაში 2 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა.
მანამდე, ნახევარფინალში გორგოძე ფრანგ ტესა ანდრიანჯაფიტრიმოს შეხვდა და სამ სეტში დაამარცხა – 4:6; 7:5; 6:4.
პოლონეთის ტურნირში გამარჯვების შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში 185-ე ადგილზე მყოფი 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი 21 პოზიციით დაწინაურდება.