ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ჩილელი აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა.
ქართველმა მოჭიდავემ მეოთხედფინალში რუსი სემიონოვი 3-1 დაამარცხა.
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იაკო ქაჯაიას გარდა, რამაზ ზოიძე 67 კგ, ლაშა გობაძე 87 კგ, გიორგი მელია 97 კგ ასპარეზობენ.
ამ დროისთვის, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.
ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალი საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოუტანა.