ძალოსანი ანტონ პლესნოი (96 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
პლესნოიმ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ძალოსანთა შეჯიბრზე ატაცში 177 კილო, ხოლო აკვრაში 210 კილოგრამი დაძლია, ჯამური 387 კილოგრამით მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.
ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ბრინჯაოს მედალი საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს კი ანტონ პლესნოიმ მოუტანა.