ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, მძიმეწონოსანმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა რუსი მეტოქე, ტამერლან ბაშაევი დაამარცხა და ფინალშის საგზური მოიპოვა.
ფინალში თუშიშვილის მეტოქე ჩეხი კრპალეკი იქნება.
მანამდე თუშიშვილმა ტაჯიკეთის წარმომადგენელი, რახიმოვი და ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა.
ამ დროისთვის, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.