ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია. შავდათუაშვილი ფინალში იაპონელ შოჰეი ონოს შეხვდება.
ქართველმა ძიუდოისტმა დაძაბულ ნახევარ ფინალში კორეელი ჩანგრიმ ანი დაამარცხა.
მანამდე ლაშა შავდათუაშვილმა საფრანგეთისა და ჯიბუტის წარმომადგენლებს სძლია, მეოთხედფინალში კი კანადელ მარგელიდონს და სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.
ლაშა შავდათუაშვილისთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე მიღებული ჯილდო მესამე ოლიმპიური მედალი იქნება. ლაშამ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ოქრო მოიპოვა, 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე – ბრინჯაო.