ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია.
ოლიმპიადის ნახევარფინალში ვაჟა მარგველაშვილმა კორეელი ანი დაამარცხა.
ფინალში მისი მეტოქე იაპონელი ჰიფუმი აბე იქნება.
ფინალში გასულ ვაჟა მარგველაშვილს ოლიმპიური მედალი გარანტირებული აქვს. ეს იქნება ქართული დელეგაციის პირველი მედალი.