ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გავიდა.
ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში სანდრო ბაზაძემ მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, სამხრეთ კორეელი სან გუკ ო დაამარცხა.
მანამდე ქართველმა მოფარიკავემ ეგვიპტელ მოფარიკავეებს მოჰაბ სამერსა და ზიად ელსისს სძლია.
სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონსა და მსოფლიო ჩემპიონს, უნგრელ არონ სილაგის შეხვდება.