ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი პრეზიდენტის რანგში 30 წლის განმავლობაში პირველი ოფიციალურ ვიზიტით ეწვია, პოლიტიკურად მგრძნობიარე ტიბეტის რეგიონს.
როგორც იუწყებიან, ძინპინი ტიბეტში 21-23 ივლისს იმყოფებოდა, თუმცა მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიის მეშვეობით, მხოლოდ დღეს გავრცელდა.
საერთაშორისო საზოგადოება ჩინეთს პეკინისგან მოშორებით მდებარე, ძირითადად ბუდისტურ ტიბეტზე კულტურულ და რელიუგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
ჩინეთის მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ ბრალდებას და აცხადებს, რომ სწორედ მათი მმართველობის პირობებში მიაღწია ტიბეტმა მნიშვნელოვან გავითარებას.
სახელმწიფო მედიის ცნობით, თავდაპირველად სი ძინპინი ქალაქ ნინგჩიში, შემდეგ კი დედაქალაქ ლჰასაში ჩავიდა.
სი ძინპინი ტიბეტს ბოლოს 2011 წელს, ვიცე-პრეზიდენტის რანგში ესტუმრა. ჩინეთის ბოლო ლიდერი, რომელიც ტიბეტში 1990 წელს ჩავიდა, ძიან ზემინი იყო.
ძინპინმა ასევე მოინახულა ტიბეტის სულიერი ლიდერის, დალაი ლამას რეზიდენცია პოტალას სასახლე. დალაი ლამა მრავალი წელია გადასახლებაში იმყოფება. პეკინი მას სეპარატისტ ლიდერად განიხილავს.
საუკუნებიის განმავლობაში გარკვეული დროით ტიბეტი დამოუკიდებელი ერთეული იყო, სხვადასხვა დროს იგი იმყოფებოდა ჩინეთისა და მონღოლეთის დინასტიების მმართველობის ქვეშ.
1950 წელს ტიბეტისთვის თავისი სუვერენიტეტის თავს მოხვევის მიზნით, პეკინმა რეგიონში ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა. მას შემდეგ, ტერიტორიის ნაწილი ტიბეტის ავტონომიური რეგიონი გახდა, ნაწილი კი ჩინეთის მომიჯნავე რეგიონებმა შთანთქეს.
ჩინეთი ტიბეტის დამოუკიდებლობას არ ცნობს და აცხადებს, რომ ტერიტორია საუკუნეების მანძილზე ჩინეთის განკარგულებაში იმყოფებოდა, რაც განამტკიცებს მის პრეტენზიებს ტიბეტზე.
პრეზიდენტი კი, ჯიან ზემინი, რეგიონში 1990 წელს ჩავიდა.