საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშეებმა ლაშა ტალახაძემ და ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე ოლიმპიური დელეგაცია წარადგინეს.
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყო.
ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება.
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით წარდგება სპორტის 11 სახეობაში.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სპორტსმენები, რომლებიც ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონები გახდებიან და ოქროს მედალს მოიპოვებენ, მილიონი ლარით დასაჩუქრდებიან.