ჟურნალისტების დარბევა ძალიან სამწუხარო ფაქტია, ვწუხვარ, მაგრამ მე პირად და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ, – ამის შესახებ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჟურნალისტების დარბევა ძალიან სამწუხარო ფაქტია. ეკლესიას რომ არ აწყობდა, ორი აზრი არ არსებობს. აბსოლუტურად არავის ვაძლევდი საშუალებას თქვენთან მოახლოების, თუ სიტყვითაც უნდოდათ აგრესიის გამოხატვა, დამეთანხმებით, რომ არ ვაძლევდით მაგის უფლებას.
ჩემზე ნუ დაიწყებთ ნურაფრის გადმობრალებას, მე პასუხისმგებლობასაც არ ვგრძნობ, თუმცა, ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ მე პირად პასუხისმგებლობას, საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ“,- თქვა მეუფე იაკობმა.