თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, სატვირთო მანქანის მძღოლმა, რომელიც დაღმართზე ეშვებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა.
"ნიუ ჰოსპიტალის" ეზოში შემოვარდა სატვირთო მანქანა, რომელმაც რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა მოიყოლა". შემთხვევა კრწანისის ქუჩს 14 ნომერში მოხდა", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები.