იცით ისეთი ქვეყანა, სადაც არ არის გაჭირვება? ბევრ ქვეყანაშია გაჭირვება, - ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ საარსებო მინიმუმის შემცირებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ხალხის მდგომარეობა გამოსწორდეს. მთავრობას ძალიან ბევრი რამე აქვს გაკეთებული.
"სოციალურ პროგრამებში კარგად ჩაიხედეთ და მაშინ ნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ მოღვაწეობის დროს ძალიან ბევრი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტია განხორციელებული“, - თქვა ბოლქვაძემ და აღნიშნა, რომ არის ძალიან დიდი ამპლიტუდა მდიდრებს და ღარიბებს შორის და არ არის საშუალო ფენა, მსოფლიო პრობლემაა.