ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და შარლ მიშელის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას ასევე ესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.
კრისტიან დანიელსონი, 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დღეს დილით ეწვია.
პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.