ხვალ, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისს ეწვევა.
ვიზიტის მიზანია ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერთან ერთად პოლიტიკურ დიალოგში ჩართვა, რომელიც 1 მარტს პრეზიდენტ მიშელის თბილისში ვიზიტის დროს განახლდა.
პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.