ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ქართული ოცნება თბილისის მერობის კანდიდატად ზურაბ პოლოლიკაშვილს განიხილავს, რომელიც 2018 წლიდან გაეროში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანია. თავად პოლოლიკაშვილი ფორმულას კითხვას არ პასუხობს.
„პოლოლიკაშვილმა შეთავაზება მმართველი გუნდისგან უკვე მიიღო, თუმცა მმართველ გუნდს მისი თანხმობა ჯერ არ აქვს... გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებს პარტიის თავმჯდომარემ გუშინ სხდომაზე გააცნო. სხდომას კახი კალაძე არ ესწრებოდა.
წყაროს ინფორმაციით, ქართული ოცნების პარტიის წევრებს თავმჯდომარემ უთხრა, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი არ იქნება და ის სავარაუდოდ გუნდს მალე დატოვებს, მაგრამ ჩვენი ცნობით, მმართველ გუნდში ამ გადაწყვეტილებას ყველა არ ეთანხმება", - იუწყება ტელეკომპანია.