"ქართული ოცნების“ წევრი სოზარ სუბარი ადამიანობასა და არაადამიანობას ანუ ორ სამყაროს შორის განსხვავებაზე საუბრობს და ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითი მოყავს.
"რა არის განსხვავება ადამიანობასა და არაადამიანობას შორის? არაადამიანობაა, როდესაც ერთი სიტყვის გამო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აგზავნის სოდის სპეცრამზს, რომელიც სასიკვდილოდ იმეტებს პარლამენტის წევრს ვალერი გელაშვილს. არაადამიანობაა, როდესაც ერთი სიტყვის გამო კუდის მაღალჩინოსნები და შს მინისტრის მოადგილე იტაცებენ ადამიანს, აჰყავთ სასაფლაოზე, აწამებენ და წამებით კლავენ მას. არაადამიანობაა, როდესაც ამის შემდეგ მთელი სახელმწიფო მანქანა, პროკურატურა, პარლამენტი, სასამართლო ერთად აყალბებენ ამ საქმეს. არაადამიანობაა, როდესაც ამის შემდეგ შს მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ეს ადამიანი სვანურ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ანგარიშსწორებას ემსხვერპლა. არაადამიანობაა, როდესაც 10-11 წლის გოგო-ბიჭებზე თვეების განმავლობაში მასირებული შეტევა, ბულინგი და მუქარა მიმდინარეობს. ამის შემდეგ ანზორ ჩუბინიძე მიდის ამ ადამიანებთან და მშობლების თანდასწრებით ეკითხება, რა დგას ამ მუქარების უკან და ნორმალურ კალაპოტში ჩადგომას სთავაზობს. ეს არის ადამიანობა და ეს არის განსხვავება ამ ორ სამყაროს შორის", - განაცხადა სუბარმა.