"ცუდი ამბავია, არჩევნების შემდგომ პერიოდი და ბოლო დროს მომხდარი, ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და ლიდერის დაკავება, - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას ევროდეპუტატმა, ანა ფოტიგამ განაცხადა.
მისი თქმით, ის წლებია, მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანიტკურ მისწრაფებას, თუმცა მისი თქმი, დრო მოვიდა, დააფიქსიროს ღრმა შეშფოთება;
"ივნისის შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ ბევრი ცუდი ამბავი თბილისიდან, ერთის გამოკლებით, განსაკუთრებით, როცა მოხდა 8 მარტის შეთანხმება. ცუდი ამბავია, არჩევნების შემდგომი პერიოდი და ბოლო დროს მომხდარი, ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და ლიდერის დაკავება. იმედი მაქვს, პრეზიდენტ მიშელის მედიაციის. ძალიან ვუჭერ მხარს ახალდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს. ჩვენ უნდა ჩავდოთ ძალისხმევა დიალოგის ფასილატაციისთვის და ალბათ, ეს ახალ ინკლუზიურ არჩევნებამდე მივა", - აცხადებს ანა ფოტიგა.