შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა გაასაჯაროვა იმ რუსი მაღალჩინოსნების სია, რომელთაც კრემლის მწვავე კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლასა და პატიმრობის შეფარდებასთან აქვთ კავშირი.
შეერთებულმა შტატებმა პერსონალური სანქციები დაუწესა:
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს სერგეი კირიენკოს;
ფედერალური უსაფრთხოების საბჭოს დირექტორს ალექსანდრ ბორტნიკოვს;
თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს ალექსეი კრივორუჩკოსა და პაველ პოპოვს;
რუსეთის ფედერაციის პენიტენციური სამსახურის დირექტორს ალექსანდრ კალაშნიკოვს;
რუსეთის გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს;
რუსეთის პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის სამმართველოს უფროსს ანდრეი იარინს.
სანქცირებულთა სიაში მყოფი პირების აქტივები აშშ-ში გაიყინება, შეერთებული შტატების მოქალაქეებს კი მათთან საქმიანობის დაწყება და ურთიერთობა აეკრძალებათ.
სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის სამი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 27-ე სამეცნიერო ცენტრი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 33-ე კვლევითი ცენტრი და ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი, თუმცა სანქცირებულ პირთა ვინაობა მაშინვე არ გამჟღავნებულა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, პერსონალური სანქციები დააწესა ევროკავშირმა.
ევროკავშირის სანქციები დაუწესდათ:
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრ ბასტრიკინს;
რუსეთის გვარდიის დირექტორს ვიქტორ ზოლოტოვს;
გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს;
სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორს ალექსანდრ კალაშნიკოვს.
სანქცირებულ პირებს აეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და გაიყინება მათი აქტივები.