სამწუხაროდ ოპოზიციის მხრიდან სულ რაღაც 12 საათში ვიხილეთ, როგორი არაკანონიერი და დესტრუქციული ქმედებები განახორციელეს - ვგულისხმობ, პარლამენტის პიკეტირებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა მისი თქმით, ოპოზიციასაც მსგავსი განწყობა უნდა ჰქონდეს.
"მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ რაიმე არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს. გუშინდელი შეხვედრა შარლ მიშელის ინიცირებული იყო, რასაც მე დავთანხმდი, რადგანაც მიმაჩნდა და მიმაჩნია, კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან.
სამწუხაროდ ოპოზიციის მხრიდან სულ რაღაც 12 საათში ვიხილეთ, როგორი არაკანონიერი და დესტრუქციული ქმედებები განახორციელეს - ვგულისხმობ, პარლამენტის პიკეტირებას. ეს არ ემსახურება არც ამ ფორმატს და არც ამ დიალოგის ინტერესებს. ეს არ ემსახურება ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეს მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მოქმედ მტრულ ინტერესებს”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საპატრიარქოში, კათოლიკოს პატრიარქ, ილია მეორესთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.