პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შენობის პიკეტირებას და პარლამენტის დეპუტატებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან დეპუტატების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეები მათ შეძახილებით შეხვდნენ, რასაც სამართალდამცველებსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.
პოლიციამ რამდენჯერმე გააფრთხილა აქტივისტები მათი შეძახილების გამო, თუმცა, შეკრებილმა მოქალაქეებმა შენიშვნები არ გაითვალისწინეს.
პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია, მათ სპეციალური კორიდორი აქვთ მოწყობილი რომელიც საავტომობილო გზის გამტარობას უზრუნველყოფს.